Saturday, October 17, 2015

Every Cigarette is Doing You Damage

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტოლის ჩარჩო კონვენცია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით მიღებული პირველი შეთანხმებაა. ეს შეთანხმება ჯანმრთელობის მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით იცავს ადამიანის უფლებებს. კონვენცია თამბაქოს ეპიდემიის მასშტაბურობის საპასუხოდ შემუშავდა.

დღეისათვის, თამბაქოს ეპიდემიის გავრცელებას სხვადასხვა ფაქტორები უწყობს ხელს, მათ შორის ვაჭრობა და უცხოური ინვესტიციები. თამბაქოს მოხმარების ზრდას სხვა ფაქტორებიც განაპირობებენ. ასეთია მაგალითად, მასშტაბური მარკეტინგი, თამბაქოს რეკლამა, თამბაქოს გაყიდვის სპონსორობა, კონტრაბანდა და გაყალბებული და დაბალხარისხიანი სიგარეტების გადაზიდვა.

2003 წლის 16-დან 22 ივნისამდე, ჟენევაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენცია ღია იყო ხელმოსაწერად, 2003 წლის 30 ივნისიდან 2004 წლის 29 ივნისამდე კი გაერთიანებული ერების ცენტრალურ დაწესებულებაში, ნიუ იორკში.

კონვენცია გაერთიანებული ერების ისტორიაში ერთ–ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული ხელშეკრულებაა და მოიცავს 168 მონაწილე სახელმწიფოს, მათ შორის ევროპულ გაერთიანებებს. კონვენცია ძალაში შევიდა 2005 წლის 27 თებერვალს - იმ დროიდან 90 დღის შემდეგ, რაც ის მიღებულ იქნა, მიღებული და დამტკიცებული იქნა 40 სახელმწიფოს მიერ. 2005 წელსვე საქართველომ კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა. ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებები ავიღეთ, მათ შორის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების სრული აკრძალვის შესახებ. 2008 წელს თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, კაფე-ბარებსა და რესტორნებში მწეველთათვის ცალკე ადგილი უნდა გამოყოფილიყო. აღნიშნული ცხადია შეამცირებდა მწეველთა გავლენას არამწეველებზე და პასიურ მწეველთა რაოდენობას შეამცირებდა.


SOS!
მსოფლიოში, თამბაქოს მოხმარება სიკვდილის ერთ–ერთ წამყვან მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, ყოველწლიურად 6 მილიონი ადამიანი კვდება თამბაქოს მოხმარების შედეგად. აქედან 600 000 პასიური მწეველობის (თამბაქოს მოწევის პროცესში გამოყოფილი მეორადი კვამლის ზემოქმედების) მსხვერპლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საშუალოდ ყოველ რამდენიმე წამში 1 ადამიანი კვდება თამბაქოსთან დაკავშირებული მიზეზებით.

SOS!
მოწევა გავლენას ახდენს არამხოლოდ მწეველებზე, არამედ მათ გვერდზე მყოფ პირებზეც, არამწეველებზეც. ჩვენ ვართ პასიური მწეველები. ამის მიზეზი კი, ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებების შემცველი მეორადი კვამლია.

კვლევებით დადგენილია, რომ პასიური მწეველობის შედეგად ვითარდება იგივე დაავადებები, რაც აქტიური მოწევის შედეგად. მეორადი კვამლი იწვევს გულსისხლძარღვთა და ქრონიკულ დაავადებებს, კიბოს და სხვა.

SOS!
რაც შეგვეხება ბავშვებს, პასიური მწეველობა სასუნთქი სისტემის ინფექციების, ასთმური შეტევებისა და ახალშობილებში უეცარი სიკვდილის განვითარების საფრთხეს ზრდის. მწეველი მშობლების შვილებში მომატებულია კიბოს განითარების რისკი. მაგალითად, ასეთ ბავშვებში შესამჩნევად მაღალია ღვიძლის კიბოს სიხშირე. ეს იშვიათი დაავადება, ფიქრობენ, რომ იწყება ჯერაც მუცლადყოფნის პერიოდში. არამწეველ მშობლებთან შედარებით, ამ დაავადების განვითარების რისკი 2 ჯერ მაღალია იმ ბავშვებში, რომელთა მხოლოდ ერთი მშობელია მწეველი, ხოლო 5-ჯერ მაღალია ორივე მწეველი მშობლის შემთხვევაში.

ბავშვებს, რომლებიც მეორადი კვამლის ზეგავლენის ქვეშ არიან, უფრო მეტი ალბათობა აქვთ გახდნენ მწეველები. ხშირად მოზარდები, რომლებიც ვცდილობთ თავის დამკვიდრებას, საკუთარი „მეს“ გამოხატვისთვის ვბაძავთ უფროსებს და ვიწყებთ მოწევას.

მოზარდების 50%, რომელმაც ადრეულ ასაკში დაიწყო მოწევა, ხდება რეგულარული მწეველი, იმ მოზარდთა ნახევარი, კი რომელიც გახდა რეგულარული მწეველი, იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებით.

SOS!
WHO-ს მიხედვით ყოველდღე 18 წლამდე ასაკის 82 000-დან 99 000-მდე ახალგაზრდა ხდება რეგულარული მწეველი. მკვლევართა აზრით, ამ ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში თამბაქოსთან დაკავშირებული იქნება 250 მილიონი ბავშვისა და მოზარდის სიკვდილი.

სწორედ ამიტომ წინამდებარე ბლოგის ფარგლებში ლოკალურ და ამავდროულად მასშტაბურ პრობლემად გვინდა გამოვყოთ პასიური მწეველების ჯანმრთელობის დაცვის საკითხი, როგორც პრობლემის საწყისი .

No comments:

Post a Comment