ადამიანის უფლებები

"საქართველო 1994 წელს შეუერთდა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციას და იკისრა ვალდებულება, დაეცვა მისი ძირითადი პრინციპები. აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა მოზარდებში სპორტის, ჯანსაღი კვებისა და გუნდური მუშაობის პრინციპების პოპულარიზაციის გზით. უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია თამბაქოსა და ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლა".

გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე


ამონარიდები ბავშვთა უფლებების შესახებ

"ყველა ბავშვს აქვს სიცოცხლის უფლება და სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს ბავშვის განვითარებაზე".

"მონაწილე სახელმწიფოები ატარებენ ყოველგვარ ეფექტურ და აუცილებელ ზომებს იმ ტრადიციული პრაქტიკის აღმოფხვრისათვის, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბავშვთა ჯანმრთელობაზე".

"ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურეობის ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცობულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში".

"ყველა ბავშვს აქვს უფლება, იცხოვროს ისეთ პირობებში, რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისათვის. მშობლები ვალდებულები არიან, შეუქმნან შვილებს ცხოვრების ნორმალური დონე, სახელმწიფო კი ვალდებულია, დაეხმაროს მათ ამაში".

No comments:

Post a Comment