პრობლემის გადაჭრის გზები

ეს მნიშვნელოვანია!

სამეცნიერო ნაშრომებმა და სხვადასხვა კვლევებმა გვიჩვენა, როგორ უნდა განხორციელდეს ბავშვებში თამბაქოს მოხმარების პრევენცია, როგორ დავეხმაროთ მწეველებს და როგორ უნა დაგვიცვან პასიური მწეველები (არამწეველები) თამბაქოს კვამლის მავნე ზემოქმედებისაგან.

საქართველოში შექმნილია თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია. კომისიის მუშაობის შედეგად დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სტრატეგია და სტრატეგიის 5 წლიანი სამოქმედო გეგმა.

„ჯანმრთელობის ხელშეწყობის“ 2015 წლის სახელმწიფო პროგრამა ეყრდნობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიდგომებს ჯანმრთელობის ხელშეწყობის სფეროში და ერთ-ერთ მიზნად ისახავს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას თამბაქოს საკითხებზე, თამბაქოს შესახებ არსებული კანონმდებლობის აღსრულების ხელშეწყობას და თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისათვის დახმარების გაუმჯობესებას.


უფროსები მიიჩნევენ, რომ თამბაქოს საწინააღმდეგო აქტივობები შეამცირებს მის მოხმარებას მოზარდებში და კერძოდ უნდა განხორციელდეს:

  • თამბაქოს გაყიდვის აკრძალვა 18 წლამდე ასაკის მოზარდებში;
  • 20 ღერზე ნაკლები თამბაქოს ღერების გაყიდვის აკრძალვა;
  • მოწევის აკრძალვა სკოლებში, უმაღლეს საწავლებლებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში;
  • ინფორმირება თამბაქოს მავნებლობის შესახებ;
  • თამბაქოს რეკლამირების პოპულარიზაციისა და სპონსორობის აკრძალვა;
  • გადასახადის გაზრდა თამბაქოს წარმოებასა და რეალიზაციზე.


ჩვენი აზრით:

ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების ზედმეტი თავისუფლება პროდუქტის რეკლამირებისას. მართალია, თამბაქოს ინდუსტრია დღემდე ირწმუნება, რომ მათი კამპანიების მიზანი მხოლოდ უკვე ჩამოყალიბებულ მწეველებზე ზეგავლენის მოხდენაა (არსებულ ბრენდებს შორის არჩევანის გასაკეთებლად მათ სასარგებლოდ), მაგრამ რეალობა სხვაგვარია.



სწორედ ამიტომ:

  • ჩვენ არ გვსურს არაჯანსაღი ცხოვრება;
  • არ გვინდა გვახრჩობდეს, გვხუთავდეს, თამბაქოს კვამლი, როცა მეგობრები კაფეში ვიკრიბებით;
  • არ გვსიამოვნებს, როცა სამარშრუტო ტაქსის მძღოლი ეწევა და მგზავრებს კვამლში გვახვევს;
  • არ გვინდა გვხიბლავდეს ლამაზი სარეკლამო ბანერები იმით თუ რა საამურია ცხოვრება მოწევისისას;
  • არ მოგვწონს, რომ მაღაზიაში 6 წლის ბავშვს მამის დანაბარებით მიჰყიდიან სიგარეტს;
  • არ მოგვწონს ნახევარი სიმართლე;
  • არ მოგვწონს რომ ბავშვები ხელსახოცებთან ერთად სიგარეტს დაარბენინებენ ქუჩაში გასაყიდად;
  • არ მოგვწონს, რომ ერთი ღერი სიგარეტი „ქინდერზე“ 20-ჯერ უფრო იაფია.
... და ბევრი რამ არ მოგვწონს, მაგრამ ამით დავიწყოთ!


ამიტომ უფროსებისგან მოვითხოვთ:

  • თამბაქოზე მოთხოვნის შესამცირებლად გადახედეთ ღირებულებას და საგადასახადო ზომებს;
  • მკაცრად უზრუნველყავით თამბაქოს შემადგენლობის კონტროლი და გვაუწყეთ;
  • შეაცვლევინეთ მწარმოებლებს თამბაქოს შეფუთვა, არ იყოს მასზე დატანილი ბრენდის დასახელება და სხვა ნიშნები;
  • ერთად ავამაღლოთ საზოგადოების განათლება თამბაქოს მავნებლობის შესახებ, ჩაგვრთეთ ანტირეკლამაში;
  • მკაცრად შეზღუდეთ თამბაქოს რეკლამირება და მწარმოებელი კომპანიებისაგან ღონისძიებების სპონსორობა;
  • ერთად დავიწყოთ ანტიმწეველთა პროპაგანდა;
  • საჭიროა ბევრი სოციალური რგოლი მასმედიით, ჩვენ გვსურს მათში მონაწილეობა;
  • მკაცრად გააკონტროლეთ თამბაქოს ნაწარმით არაკანონიერი ვაჭრობა;
  • მკაცრად გააკონტროლეთ თამბაქოს მიყიდვა არასრულწლოვნებზე და გაყიდვა არასრულწლოვანების მიერ;

საგულისხმო მაგალითი

გასული საუკუნის 90-იან წლებში თამბაქოს მწარმოებელი კომპანიის ,,British American Tobacco” წინააღმდეგ გაიმართა სასამართლო პროცესი. ამ პროცესის შედეგად აშშ-ის თამბაქოს ყველა კომპანია დადანაშაულებულ იქნა საზოგადოების მანიპულირებასა და უპრეცენდენტო მასშტაბით მოტყუების მცდელობაში. სასამართლომ მათ დააკისრა იმ პერიოდისთვის კოლოსალური ჯარიმა-249 მლრდ. დოლარის გადახდა.


მშობლებო:
  • ხელი შეგვიწყვეთ, რომ ვიცხოვროთ თამბაქოსაგან თავისუფალ გარემოში;
  • გვიამბეთ ყველაფერი მავნე ჩვევების შესახებ;
  • არ მოწიოთ ჩვენი თანდასწრებით;
  • ხშირად გვესაუბრეთ მწეველობის მავნე ზეგავლენასა და არაპრესტიჟულობაზე;
  • გვესაუბრეთ თავისუფლების არსის შესახებ და იმაზე, რომ თამბაქო ადამიანს არ ხდის თავისუფალს, დამოუკიდებელს;
  • გვაიმბეთ თამბაქოს მოხმარების შედეგებზე;
  • გვიამბეთ სიგარეტის რეკლამების მოჩვენებითი მომხიბვლელობის შესახებ;

და ბოლოს ჩაერთეთ და ჩაგვრთეთ სამოქალაქო აქტივობებში, გვაჩვენეთ მაგალითი, რომ ვიამაყოთ თქვენით!





No comments:

Post a Comment