თამბაქოს შესახებ

თამბაქო თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებმა მაიას ტომის ხალხმა აღმოაჩინა და დააგემოვნა. ისინი დაქუცმაცებულ თამბაქოს ამავე მცენარის ფოთლებში ახვევდნენ და რელიგიურ დღესასწაულებზე ეწეოდნენ.

“ამერიკის აღმოჩენდამდე, – წერდა ერთ-ერთი ისტორიკოსი,- თამბაქოს შესახებ არავითარი ცნობები არ არსებობდა. პირველად აბორიგენებმა თამბაქო კოლუმბს შესთავაზეს”.

თამბაქოს დიდი ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები აქვს. მისი სამოცამდე სახეობა არსებობს და მათგან მხოლოდ ორია ძირითადი - ნიკოტინიანი ტობაკუ და ნიკოტინიანი რუსტიკა. პირველის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, თუმცა დღეს მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაშია კულტივირებული. ნიკოტინიანი რუსტიკა კი ძირითადად ინდოეთსა და ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთში ხარობს.

თამბაქო ოცდაათამდე ინგრედიენტს შეიცავს. ფარმაკოლოგიურად აქტიური ძირითადი ნივთიერებებია ნიკოტინი და ფისი. ერთ ღერ სიგარეტში 9 მგ-მდე ნიკოტინი და თითქმის ორჯერ მეტი ფისია. მოწევისას ადამიანის ორგანიზმი 90-დან 10 პროცენტამდე ნიკოტინს შეიწოვს.

თამბაქო ევროპას კოლუმბმა გააცნო. იგი ამერიკიდან ევროპაში XV საუკუნის ბოლოსა და XVI საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. პირველად დეკორატიულ და სამკურნალო მცენარედ მოაშენეს. რუსეთში თამბაქო XVII საუკუნის დასაწყისში გავრცელდა. საქართველოში კი XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. ეს გახლდათ დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხიანი თამბაქო კი XIX საუკუნის პირველ ნახევარში გავრცელდა.

პირველად კოლუმბმა თამბაქო საფრანგეთში შეიტანა. მსუბუქი ყოფაქცევის ფრანგი ქალები აღმოჩნდნენ პირველები, რომლებმაც სიგარეტი დააგემოვნეს. სწორედ თამბაქოს ექსპორტმა გადაარჩინა ჯეიმსტაუნი, მკვიდრი ინგლისელებით დასახლებული პირველი ქალაქი ჩრდილოეთ ამერიკაში. კოლუმბი ფრანგებს მოუყვა, როგორ დახვდნენ აბორიგენები თამბაქოს ფოთლებით ხელში.

თამბაქოს მსხვერპლი გახდა ცნობილი მუსიკოსი, ჯგუფ “ბითლზის” წევრი, 58 წლის ჯორჯ ჰარისონი, აგრეთვე ამერიკელი რეჟისორი და ანიმატორი უოლტ დისნეი. ორივე მათგანის სიკვდილის მზიეზი მოწევისგან გამოწვეული ყელის კიბო გახლდათ.


ბოლო დროს წიგნებისა და ფსიქოლოგების დახმარებით ბევრმა შეძლო სიგარეტის გადაგდება, ბევრისთვისაც სიგარეტზე უარის თქმა ძალიან ძნელია.

ცნობილი მწერალი მარკ ტვენი წერდა: “მოწევისთვის თავის დანებება ძალია ადვილი საქმეა. პირადად მე 74-ჯერ დავანებე თავი”.



რას შეიცავს სიგარეტი?

ბოლო დროს პოპულარული სიგარეტის არომატიზატორები, შეიცავს ბავშვობიდან საყვარელ სასუსნავს: კაკაოს, ვანილს, შაქარს, ძირტკბილას და თაფლსაც კი. მათ გარდა თამბაქოს კვამლში შეიძლება ნახოთ 4 000 ქიმიური ნივთიერება, ფართოდ გამოყენებული ადამიანის მიერ სხვადასხვა საქმიანობაში.


  • ამონიუმი - შეიცავს ტუალეტების გასახეხი საშუალებები;
  • აცეტონი – შეიცავს ფრჩხილის ლაქის მოსაცილებლები;
  • კადმიუმი - მაღალ ტოქსიკური ლითონი, გამოყენებული აკუმულატორის ბატარეებში;
  • ვინილქლორიდი - მისი პოლიმერიზაციით მიიღება პოლივინილქლორიდი, რომელსაც იყენებენ ქიმიური აპარატების დასაცავად კოროზიისაგან, მილების წარმოებაში, ელექტროტექნიკაში;
  • ნაფტალინი - იყენებენ მწერების საწინააღმდეგოდ;
  • მონოქსიდის ნახშირბადი;
  • მხუთავი გაზი – წვის ტოქსიკური პროდუქტი, ტიპიური წყაროდ ითვლება ავტომობილის მილიდან გამონაბოლქვი და გაზქურის სანთურა. ბევრ შემთხვევაში, მაგალითად გაზქურის გაუმართაობისას, ეს გაზი იწვევს მომენტალურ მოწამვლას და სიკვდილსაც კი. მცირე დოზებში, მაგალითად სიგარეტის მოწევისას, მხუთავი გაზი წამლავს მწეველის ფილტვებს;
  • ფისი (წებო) – სიგარეტის ფისიანი კვამლი ედება ფილტვებს და აბინძურებს მათ. ჩასუნთქვის შემდეგ კვამლი კონდენსირდება და დაახლოებით ფისის 70 % ჯდება ფილტვებში ფისის კონდესაციის სახით, ყავისფერი სუბსტანციით, რომელიც მწეველის თითებსა და კბილებზე ტოვებს ყვითელ-ყავისფერ ლაქებს;
  • ნიკოტინი – ძლიერი და სწრაფადმოქმედი ნივთიერება, რომელიც იწვევს მიჩვევას. თამბაქოს კვამლის ჩასუნთქვისას , ნიკოტინი შთანითქმება სისხლის დინებით, რომელიც იწვევს ორგანიზმის ისეთ რეაქციებს როგორიცაა გახშირებული გულისცემა და მაღალი სისხლი წნევა;
  • ციანიდი - რომელსაც იყენებდნენ გაზის კამერებში;
  • ფორმალდეჰიდი – იყენებენ გვამის კონსერვაციისთვის (გაფუჭებისაგან დასაცავად).

No comments:

Post a Comment