ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში თამბაქოს მოხმარების მზარდმა ტენდენციამ მეცნიერების ყურადღება მიიპყრო. გაჩნდა ეჭვები, რომელთა გადასამოწმებლად შემუშავდა მთელი რიგი კვლევები. კვლევების შედეგებმა კი ეს ეჭვები დაასაბუთა:
1900 წელს დადგინდა კავშირი ფილტვის კიბოსა და თამბაქოს ნებისმიერი სახით გამოყენებას შორის. ამავე კვლევამ აჩვენა თამბაქოს მომხმარებლებში გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების გაზრდილი რისკი არამწეველებთან შედარებით;
1930 წელს ჩატარებული კვლევით დადგინდა კავშირი თამბაქოს მოხმარებასა და სხვადასხვა ორგანოების კიბოს შორის.
1952 წელს გამოიცა სტატია, სადაც დეტალურად იყო ახსნილი მოწევის საფრთხეები. ეფექტმა მოლოდინს გადააჭარბა: მომდევნო წლებში სიგარეტის გაყიდვები მკვეთრად შემცირდა.
1956 წელს ამერიკაში ჩამოყალიბდა სამეცნიერო ჯგუფი, რომელმაც 18 წლის მანძილზე, 5 სხვადასხვა ქეყანაში, 16 დამოუკიდებელი კვლევა ჩაატარა და მნიშვნელოვან დასკვნამდეც მივიდა თამბაქოს მავნებლობის თაობაზე.
1964 წელს ჟურნალ „Surgeon General's“-ში 387 გვერდიანი სამეცნიერო ნაშრომის სახით გამოქვეყნდა კვლევის შედეგი, რომელსაც პირველი საკანონმდებლო ცვლილება მოყვა. აღნიშნული ნაშრომი ეხებოდა თამბაქოსთან დაკავშირებულ დაავადებებს და ამტკიცებდა, რომ მწეველებში 9-10 ჯერ მეტია ფილტვის კიბოს განვითარების რისკი არამწეველებთან შედარებით. გარდა ამისა, კვლევის შედეგები ადასტურებდა სიგარეტის ბოლში კარცეროგენების (კიბოს გამომწვევი ნივთიერების) არსებობას, რაც რა თქმა უნდა მწვავედ აისახებოდა პასიურ მწეველებზე.
1965 წელს აშშ-ში, ზემოთხსენებული ნაშრომის შედეგად, გამოიცა კანონი, რომლიც ავალდებულებდა ჯანდაცვის სამინისტროს, სიგარეტის ყველა კოლოფზე გამაფრთხილებელი წარწერა – „სიგარეტი მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის“– გაეკეთებინა. კანონის მიზანი იყო მომხმარებლისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია თამბაქოსთან დაკავშირებულ რისკებთან.
კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველწლიურად 1 მილიონი მწეველი ანებებს თავს სიგარეტს და ნახევარი მილიონი მოზრდილი მწეველი იღუპება თამბაქოს მოხმარების გამო. ეს კი, თამბაქოს კომპანიებისთვის დიდი ფინანსური დანაკარგია. კვლევებითვე დასტურდება, რომ მათი მიზანია, ჩაანაცვლონ ეს დანაკარგი ყოველწლიურად 3 300 ახალი ახალგაზრდა მწეველით. თამბაქოს კომპანიები აცხადებენ, რომ მოწევა მხოლოდ „ზრდასრული ადამიანების ჩვევაა“ და მათი „არჩევანია“. სამწუხაროდ დადგინდა საპირისპირო, რომ ეს ჩვევა მოზარდობის პერიოდში ყალიბდება - 10 მწეველიდან 9 მოწევას ადრეულ ასაკში იწყებს (18 წ), არასრულწლოვანთა 80 % არჩევანს კი სწორედაც, რომ ყველაზე ხშირად რეკლამირებულ სიგარეტზე აკეთებს. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ მოზარდები, რომლებიც თამბაქოს რეკლამის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, დარწმუნებულები არიან, რომ თამბაქოს მოხმარებას ადვილად შეწყვეტენ მაშინ, როცა თვითონ მოისურვებენ.
2007 წელს ჟურნალ „Archives of Pediatric and Adolescent Medicine“ გამოქვეყნდა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც სიგარეტის საცალო ვაჭრობა მკვეთრად ზრდის ბავშვთა ასაკში თამბაქოს მოხმარების დაწყების შანსს, ხოლო ფასები ხელს უწყობს რეგულარული მწეველების ჩამოყალიბებას.
მიუხედავად იმ მნიშვნელოვანი აღმოჩენებისა, რომლებიც მეცნიერებმა თამბაქოს მავნებლობის შესახებ გააკეთეს და რომელიც ალბათ, ყველა ჩვენგანმა კარგად ვიცით, ფაქტია, ადამიანები მაინც ვებმევით იმ მახეში, რომელსაც თამბაქოს ინდუსტრიისთვის მილიონები, ხოლო ჩვენთვის გამოუსწორებელი შედეგები, ზიანი, მოაქვს.
No comments:
Post a Comment